|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ თალაკვაძე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა(R)

‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებს და საწარმოს ადმინისტრაციას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკის სფეროში  სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე,  შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა.

„ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შიდა მოხმარების უზრუნველყოფა და ექსპორტის გაზრდა. ჩვენი გუნდის სამოქმედa გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზე არის ორიენტირებული“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო დღიურად 100-150 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა