|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას"

„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედევან ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ  ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ  ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ თავის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც შეაფასა მათ მიერ ხმის მიცემის პროცესი, როდესაც საქმე ეხებოდა კვოტის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატის  დამტკიცებას.

 

„ეს იყო მძიმე შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეაგირება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო განცხადებების გაკეთების დროს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა შეცდომები დაუშვა.

 

"არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც  შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, თუმცა მარტივად გადაჭრადი პრობლემაა.  ჩვენ გვექნება მსჯელობა თითოეულ მათგანთან  და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, საზმაუს ბორდში ოპოზიციის ქვოტით ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო თანაპარტიელებს დაუპირისპირდა უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე, ამის შემდეგ კი რამდენიმე დეპუტატმა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერისათვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა