|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ჩართულობის სამიტი ახალ სამომავლო კურსს განიხილავს

2020 წლის 2-3 ივლისს ისტორიაში პირველ ვირტუალურ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ჩართულობის სამიტზე შეიკრიბება ახალგაზრდობის
400-ზე მეტ აქტიური ლიდერი და ახალგაზრდული საქმის პროფესიონალი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან, და მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს და პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდობის სფეროს მიღწევები და გამოწვევები.

 

ევროკომისიის წევრმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა: ამ რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერება არის და იქნება პრიორიტეტი ევროკავშირისთვის - ახალგაზრდობაში ინვესტირება ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა. ჩვენ დავსახავთ ახალ კურსს ახალგაზრდობისთვის, რომლის ფარგლებში ვითანამშრომლებთ მთავრობებთან შრომის ბაზრისთვის საჭირო ახალი უნარების უზრუნველსაყოფად. ამის შედეგად ახალგაზრდობა გახდება გლობალურად კონკურენტუნარიანი და მას ექნება საუკეთესოდ დასაქმების შესაძლებლობა  რეგიონული მასშტაბით“.

 

 

ცნობისთვის,  სამიტი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო პირველად ტარდება ონლაინ, იქნება უფასო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შეხვედრა რეგისტრირებული მონაწილეებისთვის. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს  ევროკომისიის წევრი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰელი.

მონაწილეები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მიწვეულები არიან საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად ახალგაზრდული საქმიანობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში, და საკუთარ მოსაზრებების განსახილველად აღმოსავლეთ 

არტნიორობის მომავლის შესახებ. დისკუსიების შედეგები და შესაძლო დასკვნები დოკუმენტირებული იქნება ანგარიშის ფორმით და გადაეცემა შესაბამის მონაწილე/დაინტერესებულ მხარეებს.

მთავარი თემატური სფეროს ფარგლებშიახალგაზრდობის ჩართულობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში: აწმყოს კვლევა და ნავიგაცია მომავალში!“ სამიტზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ და ახალგაზრდობის როლი;
  • ახალგაზრდობის მონაწილეობა პოლიტიკის დასახვაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული საბჭოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გაძლიერებით;
  • ახალგაზრდობის გადასვლა განათლებიდან საქმიანობაზე უნარების განვითარების საშუალებით;
  • ახალგაზრდობის სოციალური მეწარმეობა - რეალობა და საუკეთესო პრაქტიკა;
  • ეფექტური კომუნიკაცია და დეზინფორმაციის საკითხების გადაწყვეტა
  • მიღწევები EU4Youth პაკეტის ფარგლებში, ორიენტირებით პროგრამაზე Erasmus+ და ინიციატივაზე EU4Youth.

ორდღიანი პროგრამა მოიცავს ჯგუფურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, ვებინარებს და დისკუსიებს პარალელურ ჯგუფებში, რომელთა მიზანია დასკვნების გაკეთება ახალგაზრდების მომავალი შესაძლებლობების დასახვისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა