|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

როგორც კეკელიძე აცხადებს, მემორანდუმი სამეცნიერო მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გააუმჯობესებს და უფრო ეფექტურს გახდის.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივია და პირველ რიგში, სამეცნიერო მიმართულებით ეფექტურ და მოქნილ, ერთობლივ მუშაობაში გამოიხატება. ამავდროულად, გამოცდილებების აქტიურ გაცვლას გულისხმობს, მათ შორის სტუდენტებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გავაღოთ ეროვნული ბიბლიოთეკის კარი, განსაკუთრებით კი, აღმოსალეთ ევროპის უნივერსიტეტისთვის“ - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი