|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არსებობდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას უნდოდა პროცესების ქუჩაში გადატანა, რაც ახლა დადასტურდა"

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართა. ორგანიზაციის წევრების თქმით, მათი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი დაზიანება სისხლის სამართლის საქმეა, ამიტომ მოითხოვენ, მოხდეს დროული გამოძიება. ბრიფინგზე ასევე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

"ვნახეთ, რა სცენარით, მიმდინარეობდა მოვლენები, ეს იყო უპრეცედენტო უგუნურების ფაქტი. თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ეპითეტი იყო უუნარობა და უმოქმედობა, ახლა გახდა კვერცხების ხელისუფლება. თუ აქამდე არსებობდა ეჭვი, რომ უნდოდათ პროცესების გადატანა ქუჩაში, ახლა დადასტურდა. წინა აქციაზე ხელმძღვანელი პირები იყვენ გამოსული, ახლა პედაგოგები დაიბარეს და ამას სათავეში რამდენიმე აქტივისტი ედგა. აღსანიშნავია, რომ პირველად ჩნდებიან სამართალდამცველები, რომელიც მხარეებს შორის ბუფერულ ზონას ქმნიან და არ ხდება დამნაშავეების დაკავება. ეს არის მცდელობა, დაგვაშინონ, მაგრამ ტყულად კარგავენ დროს. არაფერი დასრულდება, ვიდრე მოთხოვნა რ შესრულდება. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის იერსახეც დაზიანდა, ამიტომ მივმართეთ სამართალდამცველებს, მოხდეს გამოძიება"- გნაცხადა გია თევდორაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა