|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

"არსებობს საფრთხე, რომ "ტორპედოს" ლიცენზია 3 თებერვალს ჩამოერთვას"

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის "ტორპედო" დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუ 3 თებერვლამდე "ტორპედოს" ბედი არ გაირკვევა, არსებობს საფრთხე, რომ კლუბს ლიცენზია ჩამოერთვას.

"ჩვენ გვაქვს დროებითი ლიცენზია მიღებული, რომელსაც შეიძლება ჩამორთმევის საფრთხე დაემუქროს ორშაბათს, 3 თებერვლს, ამიტომ ვითხოვთ დაჩქარდეს სპონსორთან მოლაპარაკება, რომ როგორმე მოვასწროთ, ამ დრომდე გადაეცეს გუნდი ახალ მფლობელს.  დღესაც გვქონდა კომიუნიკაცია ქალაქის ხელმძღვანელობასთან და გვითხრეს, რომ ჩამოსულია სპონსორი და თბილისში წავიდნენ მოსალაპარაკებლად", -განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა. 

შეგახსენებთ, "ტორპედოს" გულშემატკივრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღეს ცარიელ მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართეს და გუნდის გადარჩენა მოითხოვეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა