|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არტთერაპია" როგორც სარეაბილიტაციო სერვისი პატიმრებისათვის (ფოტო)

არტთერაპიის მეთოდის, როგორც სარეაბილიტაციო სერვისის დანერგვა გეგუთის 14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  “GSRT ჯგუფის" ორგანიზებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა ჩაფიძის თქმით, პროექტი ემსახურება პატიმრების გარემოში რეაბილიტაციას. პროექტი არის საპილოტე და წარმატების შემთხვევაში იგეგმება მისი გაგრძელება:  „დღევანდელი შეხვედრის მიზანია არტ თერაპიის მეთოდის დანერგვა გეგუთის 14-ე დაწესებულებაში, როგორც სარეაბილიტაციო სერვისის,  ასევე გვაქვს პატიმრების ნამუშევრების გამოფენა“,- განაცხადა ჩაფიძემ. 

14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგის თამარ ფირცხალავას თქმით კი:  „ჩართულობა მსჯავდებულთა მხრიდან არის ძალიან აქტიური.  ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამაში გათვლილია თერაპიული მიდგომა, რომელიც მსჯავრდებულებს ეხმარება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით გამოხატონ საკუთარი განცდები და ემოციები. ამ პროექტში მონაწილეობის მიღება ეხმარებათ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ  იყვნენ აბსოლიტურად რეაბილიტრებულები".

საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში პროგრამა უკეთესი ფორმითა და აქტივობით გაგრძელება.

   

  

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა