|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის დასრულდება ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია?

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აგრძელებს აქციების ციკლს, სახელწოდებით "დაუსრულებელი სამუშაოები ქუთაისში". ამჯერად გოგი წულაია ნიკეას ქუჩაზე მივიდა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა, რომელიც, მისი განცხადებით,  დროში გაჭიანურებულია. წულაია ასევე,  სარეაბილიტაციო  სამუშაოების პროექტს იწუნებს. მისი თქმით, ის კუნძულები, რომლებიც ქუჩაზე  კეთდება, არათუ უსაფრთხოების, არამედ საფრთხის შემცველია. 

”რამდენიმე თვის წინ მსგავსი კუნძული გააკეთეს მაღლაკის დასაწყისში. უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევისა და ჩემი ბრიფინგების შემდეგ მიხვდნენ, რომ  ეს კუნძული უსაფრთხოების კი არა, პირიქით საფრთხის შემცვლელია და აიღეს. იგივე მდგომარეობაა ახლა ნიკეას ბოლოშიც. გააკეთეს უზარმაზარი წრე, რაც არის სრული სისულელე. აღნიშნული სიტუაცია ზრდის გამონაბოლქვს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს და მძღოლებს”,-აღნიშნა წულაიამ.

წულაიას პროტესტს  ადგილობრივებიც შეუერთდნენ.  მათი განცხადებით, დროში გაწელილი სამუშაოების გამო მათ პრობლემები ექმნებათ. 

”როდის დამთავრდება, ან ვის უკეთებენ ამ გზას,  ჩვენ თუ დავავადდით და აქ გაჩერება ვეღარ შევძელით. სარეცხი ვერ გაგვიფენია, ფანჯარა ვერ გაგვიღია. ბავშვებს გაუკეთეს ატრაქციონები, მაგრამ რად გვინდა,  ბაშვები ეზოში ვერ ჩაგვყავს. ამ მტვერში და ნაგავში როდემდე უნდა ვიყოთ? გვითხრეს სამუშაოები ერთ თვეში დასრულდებაო, ერთ თვეში კი არა,  2017 წლამდე ასე იქნება, თუ ამ ტემპით გააგრძელეს მუშაოება”,-აღნიშნა დარეჯან დოღონაძემ.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ქუთაისში  ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე კეთდება შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათების სისტემები. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს. ტენდერის მიხედვით, სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის მაისია.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა