ასათიანის ქუჩაზე მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
გზის მოუწესრიგებელი საფარი გააპროტესტეს ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე. მოსახლეობის თქმით, ასათიანის ქუჩაზე გზის პრობლემა წლებია აწუხებთ და გადაადგილება უჭირთ. აქციაზე "ლეიბორისტული" პარტიის მერობის კანდიდატი სამსონ გუგავაც მივიდა. მისი თქმით, ასათიანის ქუჩაზე არსებული მოუწესრიგებელი გზის გამო საფრთხე ქუჩის მცხოვრებლებს ექმნებათ. გუგავამ ხელისუფლებას სამუშაოების დასრულებისკენ მოუწოდა.
სამუშაოებს მერიის ააიპი ასრულებს. "სპეციალური სერვისების" განცხადებით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გზის საფარიც დაიგება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა