|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიუ ჯერსის შტატში ახალგაზრდებს სატვირთო ავტომობილით ტვირთი გადაჰქონდათ, რა დროსაც, ავტომობილი გადაყირავდა. ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

როგორც პირველ არხს ავარიისას დაშავებული მამაკაცის ახლობლებმა განუცხადეს, ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, ერთი კი ქუთაისიდან.

მომხდარი ფაქტი ადგილობრივმა მედიამაც გააშუქა.

 

 

1tv.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა