|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„აუცილებელია მოსახლეობის კითხვებს მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი" - ირაკლი ღარიბაშვილი ნამოხვანჰესზე

„აუცილებელია მოსახლეობის კითხვებს მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი",  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რიონის ხეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას  დაელაპარაკებიან. 

"მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ასევე, ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ. დაიწყეთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები გამართონ. პარლამენტშიც შეიძლება, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერსებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები, რომ ყველა ცხარე კითხვას პასუხი გაეცეს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, არის ის, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ქუთაისში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მძლავრი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ლიდერებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცა. მოთხოვნის  შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ქუთაისის ცენტალური მოედნის პიკეტირებით იმუქრებიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა