|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აუდიტის დასკვნით, შესაძლებელია, ქუთაისში გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს"

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არის გამზადებული დოკუმენტი, რომლითაც, შესაძლებელია,  გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - ამგვარად ეხმიანება "ევროპული საქართველო“ აუდიტის დასკვნას.

ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ ბრიფინგზე აუდიტის დასკვნაში არსებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დასკვნაში კარგად არის ნაჩვენები, როგორ არამიზნობრივად ხარჯავდნენ ბიუჯეტის ფულს.

„აუდიტის დასკვნა არის გამზადებული დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია გარკვეული პირების პასუხისგებაში მიცემა. ამ დასკვნით კარგად ჩანს, როგორ იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად. პრობლემები იყო ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში კრიმინალური შედეგია. ასეთი მძიმე დასკვნა არასოდეს ყოფილა ქუთაისთან მიმართებაში, ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ამ დასკვნით, პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა“, -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მისი თქმით, უნდა დადგეს ყოფილი მერის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან იმდროინდელი გუნდი მის მიერ შეიქმნა. ამასთან, განმარტავს, რომ შოთა მურღულია პროექტებს აიპებისა თუ კომპანიებს ტენდერების გარეშე გადასცემდა და არ არსებობდა შუალედური დასკვნები.

დავით გოგისვანიძე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საეჭვოა, მისი დაბრუნების შემდეგ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„აღსანიშნავია, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მაღალ თანამდებობაზე.  ეს დარღვევები, რაც აუდიტის დასკვნაშია, სწორედ მის დროს ხდებოდა. ქუთაისის იმჟამინდელი მმართველობა აცხადებდა, რომ იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ვინმეს პასუხისმგებლობა მოხდეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქუთაისის ამჟამინდელი  ხელისუფლება ზუსტად იმ მეთოდებით მუშაობს და არაფერი შეცვლილა, ამის ნათელი მაგალითია თეთრი ხიდი, რომელიც უხარიხსოდ შესრულდა“, - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

შეგახსენებთ,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მერიის 2015-2017 წლების მუშაობა შეისწავლა და დარღვევების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა