|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავიცრათ ერთმანეთისთვის - სამტრედიაში მასობრივი აცრის კამპანია იმართება

ავიცრათ ერთმანეთისთვის -  სამტრედიაში ამ მოწოდებით წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. ღონისძიება დაახლოებით ერთი საათია დაიწყო და აქტივობა  მაღალია.

კამპანიას სხვადასხვა ასაკის ადამიანები უერთდებიან, უკვე აიცრა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ და მათ შეუძლიათ იუსტიციის სახლის სერვისებით უფასოდ ისარგებლონ.

წამახალისებელი კამპანია მთავრობის ხელმძღვანელობით ტარდება. ვაქცინაციის პარალელურად მიმდინარეობს გასართობი ღონისძიებები. ცნობადი სახეები მოქალაქეებს აქტიურობისა და კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.   მათი თქმით, პანდემიის დასაამრცხებლად ვაქცინაცია აუცილებელია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა