|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ხონის მკვიდრი ივერი ბუაძე დაიჭრა

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხონის მკვიდრი  უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე დაიჭრა. დაშავებულს ბაგრამის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დაჭრილი უფროსი ლეიტენანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. იგი მკურნალობას რეანიმაციაში გადის.

ხონის მკვიდრი 24 წლის ივერი ბუაძე გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში უფროს ლეიტენანტად მსახურობს. ახალგაზრდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლეში 5 თვის წინ ჩავიდა და მას კონტრაქტის ვადა ოქტომბერში ეწურება.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამივე ქართველ სამხედროს მკურნალობისთვის გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა