|
  • EUR 1 = GEL 3.6272
  • USD 1 = GEL 3.0747
|

ავღანეთში ქართველ სამხედროებს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს.

 სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა