|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავთანდილ ხურციძე, შესაძლოა, ხვალ სასამართლოდან გაათავისუფლონ

ავთანდილ ხურციძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ელოდებიან ხვალ მისი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. 

შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მაყვალა ხურციძე.  მისი მტკიცებით,  სპორტსმენი განზრახ დააკავეს. ამის მიზეზად კი მის მეტოქესთან დაპირისპირებას ასახელებს, რომელთანაც ორთაბრძოლა ამერიკაში ივლისის თვეში უნდა გამართულიყო.

,,როცა წინა ორთაბრძოლაში ავთომ ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ უთხრა, დაბრუნდი შენს ქუთაისშიო. ის მილიონერია და დააჭერინა, რომ მომდევნო ორთაბრძოლა არ გამართულიყო, ალბათ, არ იყო ფორმაში. ჩემი შვილი დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოა და ხვალ გაათავისუფლებენ", - ამბობს ნათელა ხურციძე.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი საქართველოს დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.

 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე