|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანის მშენებელი კომპანიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული კომპანიის "აკორდი" თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის აღებას მოითხოვენ. კომპანიაში დასაქმებულებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ პანდემიის პირობებში ცუდ ამინდებში მუშაობდნენ და მიუხედავად ამისა,  სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ.

ისინი სამუშაო პროცესზე უარს ამბობენ, აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ატყუებენ და დაპირებებით ცდილობენ მათ შეჩერებას.

დასაქმებულები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. მათი თქმით, ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე მუშაობენ და კომპანიას მათი დავალიანების გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა