|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებული ბიზნესმენი აქციას მართავს

გეგუთში ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებული  ბადრი კილაძე  მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის დემონტაჟს კვლავ აპროტესტებს. როგორც ის აცხადებს, მისი კუთვნილი ქონება ნაკლებ თანხად შეფასდა და  შეთავაზებული 550 000 დოლარის ნაცვლად  1 200 000 დოლარს ითხოვს.

კილაძე დღეს მისთვის მიყებენული ზიანის გაპროტესტებას ავტობანის გახსნაზე კვლავ გეგმავს, მისი განცხადებით, 4 წელის დავა გრძელდება და ამ დრომდე თანხა არ მიუღია.

"ჩემი ქონება, რომელიც იყო რამდენიმემილიონიანი პროექტი, დამინგრიეს და ამ დრომდე ერთი თეთრი არ მოუციათ. მათ ქონება გაცილებით ნაკლებ თანხად შეაფასეს, ვიდრე რეალურად ღირდა. სასამართლოში დავა 4 წელია გრძელდება და ხელოვნურად ჭიანურდება. ხელს მიშლიან, რომ არ მივიღო ის თანხა, რაც მეკუთვნოდა. ორჯერ შეიცვალა მოსამართლე და ახლა პროცესი ჩანიშნულიც აღარ არის. მე ამის გამო ინვესტორს ვკარგავ, რომელმაც სოლიდური თანხა ჩადო, ასევე მევალეების გამო დაყადაღებული მაქვს სხვა ბიზნესიც და ამათი უყურადღებობის გამო 5 შვილი მრჩება მშიერი, ისევე როგორც იმ ადამიანების, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ჩემთან", -განაცხადა ბადრი კილაძემ. მისივე თქმით, დღეს გეგმავს მის კუთვნილი შენობის ადგილზე, რომელიც დაანგრიეს აქცია გამართოს და ამ ფორმით მიიქციოს ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით ავტობანს პრემიერ მინისტრი გახსნის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი