|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ავტომობილები "ნაციონალების" ხელისუფლების დროსაა ნაყიდი და მათ მიერვე გაფუჭებული"

,,ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა ნაყიდი და მათ მიერვეა გაფუჭებული"-ამგვარად პასუხობენ ქუთაისის მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას. მერიაში ადასტურებენ, რომ ავტომობილების შენახვა მერიას ძვირი უჯდება, თუმცა განმარტავენ, რომ ხარჯები შემცირებულია.

"ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების" დროსაა ნაყიდი და მათ მიერვე გაფუჭებული.  დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება, ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს, გაყიდის. ჩვენ ვცდილობთ, ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შეგახსნეებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მერიას ავტოპარკის გაყიდვა და საკუთარი ავტომობილებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისკენ მოუწოდა.

"საჯარო მოხელეებმა საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ"-გია უკლება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა