|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოქარხნის მაჟორიტარმა სოციალურად დაუცველებს შეშა და მედიკამენტების ვაუჩერი გადასცა

ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ ავტოქარხნის ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ გურამ ქარდავასა და ფრიდონ გარჩაკუდაშვილის ოჯახებს ზამთრისთვის შეშა და 25 ლარიანი ვაუჩერი გადასცა მეტიკამენტების შესაძენად.

მერაბ კვიცარიძემ ზამთრისთვის შეშა გადასცა ასევე "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე ქალბატონ ანრო ცირეკიძეს, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში ცხოვრობს.

ავტოქარხნის მაჟორიტარი თანადგომისთვის მადლობას უხდის ქუთაისის მერიის დასუფთავების ააიპს "სპეციალური სერვისები" და ბიზნესმენებს დავით ჩაფრავასა და მალხაზ გაბუნიას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა