|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთვევა ქუთაისში - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქაბა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში. ნიკეას ქუჩაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაშავებულია "ჯიგულის"  მძღოლი, მან  დაზიანება თავის არეში მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. 
თვითმხილველების ინფორმაციით,  ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ. "BMW"-ს მარკის ავტომობილის  გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. რაც შეეხება მძღოლის დაზიანებას, პირველადი ინფორმაციით,  სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი არ არის. 
შემთვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი