|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტის მკვიდრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

 შემთხვევა გუშინ მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა