|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეთერთმეტეკლასელი გოგონა გარდაიცვალა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტეკლასელი გოგონა გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.  ავტომანქანაში  5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 18 მარტს, 18 საათის შემდეგ მოხდა. ადგილზე  სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი გამოცხადდა.  დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. 

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი  ნაწილი მიმდინარეობს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა