|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ბოლო სამუშაო დღე“ - დაღუპული მუშების მიმართ სოლიდარობას სპექტაკლი მიეძღვნა

"თავისუფალი პლატფორმა" - ასე ქვია ახალ თეატრალურ სიცრცეს ქუთაისში, რომელმაც ბინა ნუცუბიძის ქუჩის #2-ში  მდებარე შენობაში დაიდო. თეატრის სამხატვროს ხელმძღვანელის ლევან ქობლიანიძის განცხადებით, თეატრი ღია იქნება ყოველგვარი სიახლის მიმართ.

 სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შედეგად დაღუპული ადამიანების სოლიდარობას ისახავდა მიზნად ახალ თეატრალურ სივრცეში გამართული პირველი სპექტაკლი. ,,ბოლო სამუშაო დღე“ გიორგი კაშიას რეჟისორობით  დაიდგა.   

სპექტაკლმა გზავნილით - „სოლიდარობა მუშებს“ აუდიტორიის გულწრფელი ემოცია და აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

ამ ფორმით შემოქმედებითმა ჯგუფმა სოლიდარობა გამოუცხადა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მომხდარი ტრაგედიების დროს დაღუპულებს და მათ ოჯახს. 

"ამ სპექტაკლით უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას ვაპროტესტებთ, მოვითხოვთ დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლე", -განაცხადა გიორგი კაშიამ. მისი თქმით, სპექტაკლის დადგმაზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ,  ხოლო რეპეტიციები თბილისი მიმდინარეობდა.

სპექტაკლის მორიგი ჩვენება ტყიბულსა და ჭიათურაში იგეგმება.

ავტორი: ნიუპრესი