|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოსწავლეები „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში პირველ ადგილზე გავიდნენ

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი -2017“ ფინალური ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი და ცალკეული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.  გამარჯვებულთა შორის წელს პირველ ადგილს „მანძილის მზომი“ რობოტის ავტორები: იონა იობიძე და გიორგი ურატიძე იკავებენ.

ახალგაზრდა გამომგონებლები ქუთაისიდან არიან, იონა – VIII, ხოლო გიორგი – XII კლასში სკოლა პროგრესში სწავლობენ. მათ  5000 ლარის ფულადი ჯილდო მიიღეს.  მათი გამოგონება  „მანძილის მზომი რობოტია“. რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მღვიმებში მონიტორინგისთვის.

ახალგაზრდა გამომგონებლები ამ მიმართულებთ აპირებენ მუშაობას.

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“  იმართება.  კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იდეა რეალობად აქციონ. დღემდე 49 გამარჯვებული გამოვლინდა და მათი პროექტიც გამოგონებად ჩაითვალა.

 

 

 

 წყარო:  edu.aris.ge 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა