|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

„ახალგაზრდული ინიციატივები“ - 10 000 ლარის ფარგლებში პროექტს ქუთაისის მერია დააფინანსებს

„ახალგაზრდული ინიციატივები“ - ასე ქვია კონკურსს, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აცხადებს.
კონკურსი ახალგაზრდების და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, კონკურსის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდობისთვის პოტენციალის რეალიზებასა და უნარების განვითარებაში ხელშეწყობა, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩართვა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს და აქ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს. საკონკურსო პროექტების პრიორიტეტებია: პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდულ პროექტებს შემდეგი მიმართულებით: ა) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ბ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; გ) ახალგაზრდული მოხალისეობრივი მოძრაობის ხელშეწყობა; დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია; ე) საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება; ვ) სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა. კონკურსში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.

პროექტის დასაფინანსებლად, ქუთაისის მერიიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა - 12 თვეს.
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 12 აგვისტოდან 14 სექტემბრის 18:00 საათამდე და 1 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, მისამართზე projects@kutaisi.gov.ge contact@kutaisi.gov.ge, ასევე ქუთაისის მერიაში, მისამართზე: ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა