|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი ინიციატივით, ტელევიზიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ეძლევა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ტელევიზიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ეძლევა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა და მისი მიღების შემთხვევაში მარეგულირებელს უფლება ექნება სპეციალური მმართველები ორგანიზაციებში ორი წლის ვადით დანიშნოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს, ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებულ/ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან მიმართებაში. 

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

ბექაურის უწყების ინიციატივას მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები დიქტატურის დამყარების მცდელობად და თავისუფალი სიტყვის დევნად აფასებენ.

სრულად

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა