|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიის განვითარების ბანკი ჭიათურაში კანალიზაციის მოწესრიგებას დააფინანსებს

მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება მოხდება, ამის შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტების თანახმად, ბანკი საქართველოს, სესხის სახით, 99 მლნ. აშშ დოლარს გამოუყოფს, რომლითაც მარნეულში, ბოლნისში და ჭიათურაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობები დაფინანსდება. 

 პროექტი, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულდეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

კაკაურიძის თქმით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩარჩო ხელშეკრულება 2011 წლის 1 მარტს, 2011-2019 წლებში 500 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე  გაფორმდა.  ხელშეკრულების  ფარგლებში ხუთი ტრანში უკვე გამოყოფილია და მისი ჯამური მოცულობა დაახლოებით 401 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

"ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა" ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის ტურისტულ ცენტრებსა და მსხვილ ურბანულ დასახლებებში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

 

ავტორი: ნიუპრესი