|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზები - შეხვედრა სოფელ მერიაში

საიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში, რა კულტურებს აზიანებს ის და როგორ შეიძლება შევამციროთ მისგან მომდინარე ზიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ თემებზე სოფელ მერიის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მოსახლეობას დეტალურად განემარტა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს საკარმიდამო ნაკვეთებში და როგორ - საცხოვრებელ სახლში. ადგილობრივებს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოშვებული ბუკლეტიც დაურიგდათ, სადაც სახლის პირობებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაწვრილებითაა აღწერილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების თქმით, მიღებულ ინფორმაციას იმ თანასოფლელებსაც გაუზიარებენ, რომლებიც დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდნენ.

აზიურ ფაროსანაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრის მიზნით, გურიის  რეგიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  19 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 აპრილიდან დღემდე  არაერთი  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოფელ მერიის შემდეგ შეხვედრა სოფლებში: ნაღობილევსა და ხვარბეთში შედგა.

 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა