|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგა-ბაღების გაერთიანება მაკა აბულაძის საქმეს კვლავ ასაჩივრებს

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანებამ" საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას  მაკა აბულაძის საქმესთან დაკავშირებით არ ეთანხმება  და  ვერდიქტის შეცვლას ცდილობს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 28 ნომებერს არის ჩანიშნული. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაგა-ბაღების გაერთიანება ასაჩივრებს. პირველ ჯერზე, რიგი საკითხების გამო, სააპელაციომ #15 ბაგა-ბაღის გამგის ნანა კაკურიას წინააღმდეგ შედგენილი სარჩელი განხილვაში არ მიიღო.

რაც შეეხება მაკა აბულაძეს, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით  #13-ე ბაღის  ხელმძღვანელის პოსტზე გასულ თვეში დაბრუნდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიას შეცვლის  შემთხვევაში მას სამსახურის დატოვება ემუქრება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი