|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაგა-ბაღების წინააღმდეგ მიმართული ტესტირება"

 ტესტირების ჩატარებამდე 2 დღით ადრე ატესტანტები საგამოცდო პროცესის არათანაბარ პირობებზე საუბრობენ.  მათი თქმით, მათ გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმორედ გასვლის საშუალება არ ეძლევათ. თუ ასეთი რამ შესაძლებელია მუსიკალურის სასწავლებლის ხელმძღვანელებისათვის, რატომ არ უნდა არსებობდეს ეს შესაძლებლოპბა ბაგა-ბაღების წარმომადგენლებისათვის?-კითხულობენ ატესტანტები.

 მათ დღეს  ტესტირების  ჩატარების პროცედურები გააცნეს. შეხვედრაზე  გამოცდების ტექნიკურ ნაწილის გარდა  ატესტანტებმა  სხვა კითხვებიც დასვეს.    მათ აინტერესებთ, ვინ შეადგენს უნარების ტესტების ნაწილს ატესტაციისთვის: "გვაინტერესებს, ვინ ადგენს ტესტს და ვინაა პასუხისმგებელი მასზე?  მაგალითად, როცა საგამოცდო ცენტრი ატარებს გამოცდას, ტესტების სირთულეზეც პასუხისმგებელი ისააა", - აცხადებდნენ ატესტანტები.     

 როგორც მათ "ნიუპრესს" განუცხადეს,  დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს: "კითხებზე პასუხი ვერ მივიღეთ, არანაირ სამართლიანობაზე საუბარი არ არის. გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბაგა-ბაღების ააიპების წინააღმდეგ მიმართული ტესტირება, თუ აქცია. ვერ ვნახეთ ისეთი ადამიანი, ვინც მიახლოებით მაინც გაგვცემდა პასუხს კითხვებზე",- განაცხადა ატესტანტმა ზაალ ხონელიძემ.

მისი თქმით,  40 წელს გადაცილებული ადამიანი ერთ თვეში უნარების გამოცდისთვის ვერ მოემზადება.  ბაღების ააიპების თანამშრომლები ატესტაციის თარიღის გადავადებასაც ითხოვდნენ, თუმცა მათი  მოთხოვნა ადგილობრვ თვითმმართველობაში არ გაითვალისწინეს.

დღეს, საიტზე Kutaisi.gov.ge ქუთაისის მერიამ ტესტირების პროგრამის უკეთ შესწავლის მიზნით ტესტირებით სარგებლობის "დემო" ვერსია გამოაქვეყნა.  ატესტაციას ბაღების ააიპები 23 აგვისტოს გაივლიან.  

 

ავტორი: ანა ჯიქია