|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბანოჯას მოსახლეობის მიერ ქუთაისი-წყალტუბოს გზის გადაკეტვის მცდელობას ხმაური მოყვა

ხმაური მოყვა აქციას წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე, სადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა.

მოსახლეობამ გზის მოთხოვნით მესამე აქცია, ამჯერად ცენტრალურ გზაზე გამართა. მათი თქმით, გზა დაზიანებულია, გადაადგილებას ვერ ახერხებენ და ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

ადგილობრივებს გზის გადაკეტვის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, თუ წყალტუბოს მერია რეაგირება არ მოახდენს, აქცია მერიის შენობასთან გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა