|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი მინი ფეხბურთში იმერეთის ჩემპიონი გახდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა. ფინალურ თამაშს რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

ტურნირში 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ინიციატივა ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც აიღებს სტარტს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა