|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

რა ქონებას ფლობს ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე?

 ნიუპრესი აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გაცნობას, ამჯერად ბაღდათის მერის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად,  ბაღდათის მერი არჩილ გოგაძე ფლობს ორ ბინას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე.

გასულ წელს არჩილ გოგსაძის წლიურმა შემოსავალმა 31800 ლარი შეადგინა, ეს თანხა მიიღო მან ბაღდათის მერის პოსტზე საქმიანობის სანაცვლოდ. მისი მეუღლის ნინო აზარაშვილის შემოსავალმა ორ სხვადასხვა პოზიციაზე (თბილისის ოპერის თეატრსა და კონსერვატორიაში) 17 100 ლარი და 7 454 ლარი  შეადგინა. ჯამში ოჯახის შემოსავალმა 56 354 ლარი შეადგინა, თუმცა ოჯახს სოლიდური გასავალიც აქვს.  არჩილ  გოგსაძე 2015 წლიდან 100 ათასი ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხს ფარავს, რისთვისაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანხას - 14 700 დოლარს (დაახლოებით 40 ათასამდე ლარი) იხდის. გოგსაძე ასევე სესხის დაფარვისათვის წლის განმავლობაში 836,79 ლარს იხდის. 

 ოჯახი ასევე იხდის შვილების სწავლის საფასურს -  7 335  ლარი  და  6 500 ლარი. არჩილ გოგსაძეს ფინანსურად ძმა ეხმარება,  დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, როგორც ძმის საჩუქარი,  4 500 ლარი ერთ და 11 025 აშშ დოლარი მეორე შემთხვევაში. 

არჩილ გოგსაძის დეკლარაციაში ფიქსირდება ლევან გოგსაძის სახელი, რომელთან ერთადაც დაფუძნებული აქვს კომპანია - შპს აგუნა, საიდანაც მიღებული შემოსავალი 0-ის ტოლია. ლევან გოგსაძის სახელი ფიქსირდება პარტია "ქართული ოცნების" შემომწირველთა შორის. ლევან გოგსაძემ, რომელიც "ჯი თი ჯგუფის" გენერალური დირექტორია,  პარტიას 2016 წლის არჩევნების დროს ჯამში 37 950 ლარი შესწირა, პირველ ჯერზე 17 950 ლარი, ხოლო მეორედ 20 000 ლარი შესწირა. 

 არჩილ გოგსაძეს დეკლარაციაში კიდევ ორი კომპანია აქვს მითითებული, სადაც წილს ფლობს, თუმცა კომპანიების  შემოსავალი აქაც ნულის ტოლია.

 არჩილ გოგსაძე ფლობს 12000 ამერიკული დოლარის ღირებულების  ავტომანქანას Lexus LX470 2015 წლის ნასყიდობით, მას დეკლარაციაში მითითებული აქვს ასევე 4300 ევროს ღირებულების სანადირო თოფი,  Bernardelli, მეუღლე  ნათია აზარაშვილი ფლობს  მსუბუქი ავტომანქანა LEXSUS RX300, რომლის ღირებულებად  10 000 დოლარია მითითებული. ოჯახს აქვს ფინანსური დანაზოგი ჯამში  3500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ავტორი: ნიუპრესი