|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამთავრობო გუნდთან მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე რეაგირება დაიწყო"

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. რეგიონის მასშტაბით რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა და გარკვეულწილად სამუშაოებიც ჩატარდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიმის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება თხოვეს, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტად სარწყავი არხის რეაბილიტაცია დაასახელეს.

პრობლემის მოსაგვარებლად აღნიშნულ სოფელში სამუშაოები უკვე დაიწყო და მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სოფელ დიმში სარწყავი არხის მოწესრიგების დასრულების შემდეგ მოსახლეობას სამეურნეო მიწის ფართობებისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მათ მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაგეგმილია პრიორიტეტების გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში.

ავტორი: ნიუპრესი