|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ობჩაში ყოფილი ღვინის ქარხნის შენობაში არქეიდის პროექტის ფარგლებში ქვილთის (ტექსტილის) ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება აღნიშნული ნამუშევრები ენახა. ასევე, მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები მოეწყო, ბაღდათის ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს.

დღესვე, ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დასახელდა, რომელთაც სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა