|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში დაღუპული ახალგაზრდა ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტია

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 18 წლის ახალგაზრდა ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტი ნოდო მაჩიტიძეა. 

 ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ბაღდათში მოხდა. ადგილობრივებით თქმით, ავტომანქანა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საქორწილო ესკორტში იყო. ავტომანქანა ამოტრიალდა, რასაც ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი დაღუპულის ბიძაშვილი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის შვილია, რომელიც უკვე დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა