|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რომ ვერ შეამტვრიეს რკინის კარები, გარედან ეცადნენ ოფისის დარბევას"

 პარტიის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევა სცადეს - ინფორმაციას „ევროპული საქართველოს”  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შალვა დათუაძე ავრცელებს.

როგორც ის  Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მმართველი პარტიის აქტივისტებმა ჩამოხიეს პარტიის  აბრები და  სააგიტაციო მასალები.

„ქართული ოცნება ცოტა ბევრი ხომ არ მოგდით? რამდენიმე წუთის წინ რაც დავტოვე ევროპული საქართველოს ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისი... ისევე როგორც თბილისის ოფისში გუშინ,  მივიდნენ სპეციალურად ამ საქმისთვის მოგზავნილი ახალგაზრდები და ცდის მიუხედავად,  რომ ვერ შეამტვრიეს რკინის კარები,  გარედან ეცადნენ ოფისის დარბევას, ჩამოხეულია გარე აბრები და პარტიის სააგიტაციო მასალები “, - წერს სოციალურ ქსელში შალვა დათუაძე და აქვე ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი