|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტუმრობდნენ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივ და საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდნენ და იმერეთის რეგიონში აგროტურიზმის განვითარების კუთხით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივასა და სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.


 ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი პროდუქტის პრეზენტაცია მოახდინეს, სადაც ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით, მნიშნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების პერსპექტივაზე გამახვილდა ყურადღება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა