|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ბაღდათში წელს პირველად ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა [PHOTO]

ბაღდათში წელს პირველად ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო. 

ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.

ღვინის ფესტივალში მონაწილეობა 50-მდე როგორც ადგილობრივმა ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და რაჭიდან მოწვეულმა მეღვინემ მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ღვინის გაყიდვა-დეგუსტაცია, ასევე ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დასახელდნენ ბაღდათის საპატიო მოქალაქეები. 

ფესტივალი  საღამოს ელექტრონული მუსიკით  კონცერტით და ლაზერშოუთი დამთავრდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი