|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათილი ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

მას შემდეგ, რაც #59 ქუთაისის საოლქო კომისიამ ბათილი ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნა განუხილველად დატოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით, დღეს,  საქალაქო სასამართლოს მიმართა.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის, გიორგი უკლებას განცხადებით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ ქუთაისში ყველა არჩევნების რეკორდი მოხსნა.

 „ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, მხოლოდ ბათილი ბიულეტენების ხელმეორედ გადათვლას. ძალიან ბევრია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.  ქუთაისში,  სამივე ოლქში მათი რაოდენობა 5 ათასამდეა. ესაა ძალიან დიდი რიცხვი, ყველა არჩევნების რეკორდი მოხსნა ქუთაისში“.

უკლებას განცხადებით, საოლქო კომისიას ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნეთ მათ გარდა, ბურჯანაძის პარტიამ და "საიამ" მიმართა. ბიულეტენების დარღვებებით გაბათილების შესახებ მიუთითებენ როგორ ადგილობრივი, ისე  საერთაშორისო დამკვირვებლები, გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის  კანდიდატის, გიგი წერეთელის პარალელურად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილიც აცხადებდა, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდა. ამის გათვალისწინებით უკლება აცხადებს, რომ საოლქო კომისიას ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნაზე უარი არ უნდა ეთქვა.

"სიტყვიერი თანხმობა ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისაგან. ამ კონსესუსის გათვალისწინებით, წესით, ოლქს უნდა მოეხდინა ბიულეტენების გადათვლა. ზუსტად ეს ქმნის გარკვეულ ეჭვებს, რომ კობა ნარჩემაშვილმა იცრუა და მისი განცხადება იყო მხოლოდ პიარისათვის გათვლილი განცხადება“, -განაცხადა უკლებამ.

შეგახსენებთ, #59 საოლქო კომისიამ ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნა განუხილველად დატოვა, რის  მიზეზადაც საჩივრის დაწერის ვადები დასახელდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა