|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

"ბატონო გიორგი, ბავშვებზე ხელის შეწმენდა თქვენი ახალი მიდგომა და ტენდენციაა?"

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ "თეთრი ხიდის"დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგების გასაჯაროებას გამოხმაურება მოყვა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა  "მეგა.ტვ"-ს ეთერში განაცხადა, რომ ხიდის მინა ბავშვების სკეიტებით ხტუნაობის შედეგად დაზიანდა.

მოქალაქე გიორგი აბესაძე თვითმმართველობას ბავშვებით მანიპულირებაში ადანაშაულებს, მისი თქმით, ქალაქის მერი ცდილობს, ყველა შეცდომა ბავშვებით გადაფაროს, რის მაგალითად საახალწლოდ ქალაქის მორთვის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც გაიხსენა. 

"ბატონო გიორგი, ბავშვებზე ხელის შეწმენდა თქვენი ახალი მიდგომა და ტენდენციაა, არ დაგიკარგავთ, მაგრამ რამდენად სწორად გეჩვენებათ და მართებულად თქვენი შეცდომების "გაპრავება" ბავშვებზე მანიპულირებით? თქვენს თავს მაინც თუ დააჯერეთ ეგ ჯერ, რომ ბავშვების ხტუნვით გაიბზარა ის მინა, საახალწლო განათებების არ ქონაც ხო "აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს" "შეახოცეთ". ოდნავ მაინც არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? მეც მიხტუნავია თეთრი ხიდის მინაზე, მაგრამ არ გაბზარულა და დამსხვრეულა, თქვენ ხო იცით გამოძიების შედეგები, რამხელა ბავშვები დახტუნავდნენ მინაზე და ვინები იყვნენ. საჯარო ინტერესიც მაღალია მოგეხსენებათ და გაასაჯაროვეთ ის ვიდეო მასალა, რის საფუძველზეც დაასკვენით, რომ ბავშვების ხტუნვამ გაბზარა მინა. ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდებაო რო არ დაიწყოთ სახეებიც დაუბლარეთ და ვინაობაც არ გვითხრათ. არ გვჯერა და დაგვიმტკიცეთ რაში გიხდით ფულს და რაში დაიხარჯა ჩვენი ფული", - წერს გიორგი აბესაძე.

მისი ინფორმაციით, ხიდი წინა წლებშიც საფეხმავლო იყო და მასზე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით მაინც გადაადგილდებოდნენ მოქალაქეები და თუ ახალი ხიდი დატვირთვას ვერ გაუძლებდა, ხიდზე ამის აღმნიშვნელი ნიშნები უნდა განთავსებულიყო. 

პოსტს სიციალურ ქსელში უპასუხა მერიის ხედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. 

"ფაქტი იყო ის, რაც გაჟღერდა, დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას. კარგი იქნებოდა საინფორმაციო საშუალებებს თუ ოდნავ ჩაიკითხავდით და იქ სკეიტით ხტუნვაზე იყოს საუბარი", -პასუხობს ჯავახია. მან გიორგი აბესაძე ბავშვების თემით მანიპულურებაში თავად დაადანაშაულა და მიუთითა, რომ ის ამ ინფორმაციით ხალხისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობს.  როგორც ჯავახია განმარტავს, ბავშვები სკეიტებით დახტუნავდნენ მინაზე, რამაც გამოიწვია დაბზარვა. მერიაში ხიდის გარე ძალებით დაზიანების ვერსიას თავიდანვე აჟღერებდა და აცხადებდნენ, რომ შეისწავლიდნენ ვიდეო ჩანაწერებს, სამუშაოებისთვის უწყებას ერთი თვე დასჭირდა.

შეგახსენებთ, ხიდს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებითვის კომპანია ჯარიმა დაეკისრა და საქმე სასამართლოში გრძელდება. 

 

 

  
 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი