|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბატონო მინისტრო, თქვენ ღირსება უნდა დაუბრუნოთ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას"

ემიგრაციაში მყოფი ქუთაისელი ჟურნალისტი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე განათლების მინისტრს ესაუბრა.

ჟურნალისტის მიერ მიწერილი ღია წერილის საპასუხოდ მიხეილ ჩხენკელმა ლელა თოლორდავას იტალიაში დაურეკა და სისტემაში არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრის დაწყებას მისი შვილების სკოლიდან დაპირდა.  

"მინისტრი მესაუბრა პედაგოგების გადამზადებაზე, სასწავლო პროგრამებზე, სახელმძღვანელოების შეცვლაზე. უკვე მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და გპირდებით, ყველა სახელმძღვანელოს პირადად გავეცნობიო. რაც შეეხება სკოლებში გამეფებულ კორუფციას და ,,საშინაო სკოლებს'', სასწრაფო წესით მოხდება ამ ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ზომები იქნება მიღებულიო... მითხრა, რომ ჩემს შვილებს პირად კონტროლზე აიყვანს და მათი სკოლიდან დაიწყებს პრობლემების მოგვარებას.

დიახ, ბატონო მინისტრო, თქვენ ღირსება უნდა დაუბრუნოთ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას, სკოლას, რომელმაც მეოცე საუკუნის გრანდები აღზარდა მეთქი. ღირსება უნდა დაუბრუნოთ ყველა სკოლას, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული... თითქმის ყველა ე.წ. პრესტიჟული სკოლა ორმაგი სტანდარტებით ასწავლის მეთქი.

გპირდებითო, ყველა ის კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ჩემი მიზანიც ესააო..."-წერს ლელა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ლელა თოლორდავა განათლების მინისტრისადმი მიწერილ ღია წერილში აღნიშნავდა, რომ სამშობლოდან ათიათასობით დედის გადახვეწაში დამნაშავე სკოლაში არსებული კორუფციული სისტემაა. თუმცა მინისტრი ლელას წერილს მაშინვე არ გამოხმაურებია, რის შემდეგაც ლელამ წლების წინ ქუთაისელი პედაგოგის მიერ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისათვის გაგზავნილი წერილი გაიხსენა, სადაც პედაგოგი მინისტრს ხუმრობით ქორწინების საკითხში დახმარებას თხოვდა, რის საპასუხოდაც ვანო მერაბიშვილმა მას პირადად დაურეკა და დახმარება აღუქვა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა