იმერეთში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 334.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 916 საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 423, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 006 პირი, მათ შორის, თბილისში - 323, აჭარაში - 85, იმერეთში - 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 185 - აჭარაში. 18 699 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი