|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბავშვები იღუპებიან, ქუთაისის მერია კი აშენებულ ხიდზე ქვების დამონტაჟებისათვის ნახევარ მილიონ ლარს იხდის" [VIDEO]

ბავშვები იღუპებიან, ქუთაისის მერია კი აშენებულ ხიდზე ქვების დამონტაჟებისათვის ნახევარ მილიონ ლარს იხდის- აცხადებს გოგი წულაია.    პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ "თეთრ ხიდთან" აქცია გამართა და ქალაქის მერია თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

წულაიას განცხადებით, ქალაქში მრავალი პრობლემა დგას და მერია აშენებულ ხიდზე ნახევარმილიონს ხარჯავს.

"ხიდი აშენებულია და მხოლოდ საფარის შეცვლა სჭირდებოდა, მერიამ მიიღო უაზრო გადაწყვეტილება და ხარჯავს ნახევარ მილიონს, რომ ზედ ქვები დაამონტაჟონ, ქალაქში ბინები ინგრევა, ბავშვები დაიღუპნენ ამის გამო, უამრავი ადამიანი შიმშილობს და სჯობს ამას მიხედოს მერმა. თვითმმართველობა ასე რომ იქცევა, ეს არის მოსახლეობის ბრალი, რადგან ხმას არ იღებენ"-განაცხადა გოგი წულაიამ.

მას ასევე შენიშვნა აქვს სამუშაოების დაწყების დროსთან, მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე სამუშაოების დაწყება არასწორია. წულაიას ბრალდებას მერიაში არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენჯერმე გაკეთდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა