"ბავშვები შემთხვევით გადაურჩნენ"- ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა პირველ სართულზე დერეფანში მოხდა. მათი თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
"პირველ სართულზე, დერეფანში ჭერი ჩამოინგრა, თაბაშირმუყაო და რკინის კონსტრუქციაა. საბედნიეროდ, შემთხვევა დილის საათებში მოხდა და ადგილზე არავინ იყო, არადა აქ ბავშვები თამაშობენ ხოლმე. არავის სჯერა, რომ ცუდ დღეში ვართ, ვიდრე ვინმე არ დაიღუპება, არ გაგვიყვავნენ. ჩვენ მადლიერების სახლში ვიყავით და რომ მოვედით, მერიის წარმომადგენლები დაგვხვდნენ. ვერ გვეუბნებიან, რა ბედი გველის. ეს მეოთხე შემთხვევაა"-განაცხადა ადგილობრივმა ირანდა ნემსიწვერიძემ.
სოციალურ საცხოვრისში, რომელიც ორი წლის წინ აშენდა, პრობლემებია.
მომხდართან დაკავშირებით ნიუპრესი მერიას დაუკავშირდა, პასუხს შეძლებისთანავე მოგაწვდით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი