„ბავშვები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ“ – ქუთაისში აქცია გაიმართა
„ბავშვები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ“ –ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა.
სამოქალაქო მოძრაობის „ერთად სახლში“ წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
მათი თქმით, ის, რაც მოხდა, არაა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია და ეს ქვეყნის პრობლემა.
„ვაპროტესტებთ, ბავშვები შიმშილობით რომ იხოცებიან. საქართველოში ყოველწლიურად 15 000 ბავშვი შიმშილობს. ის, რაც მოხდა, არაა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის პრობლემაა. ეს მდგომარეობა გამოიწვია ხელისუფლების უმოქმედო პოლიტიკამ. დღეს თუ გავჩუმდებით, მომავალში მეტი ბავშვი იქნება დაღუპული., ამიტომ მოვედით აქ და მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა და მისმა დამნაშავე ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმაზე, რაც მოხდა“, –განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ქუთაისელი ახალგაზრდები აქციით მარტვილში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა თავი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო მოიკლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა