|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბავშვებს გაყინულ ოთახებში უტარდებათ სასწავლო პროცესი" - წყალტუბოს #2 სკოლაში აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი აკაკი ტყეშელაშვილი სკოლაში გათბობის მხრივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს.

მისი თქმით, სკოლაში გათბობა სრულად არ არის, რის გამოც ბავშვებს გაყინულ ოთახებში უტარდებათ სასწავლო პროცესი და კლასებში ჩართულია ელექტრო გამათბობლები, რაც არ შეიძლება. ამასთან, აცხადებს, რომ საერთოდ არ თბება სპორტდარბაზი.

მისი თქმით, მიზეზი არასწორადაა დამონტაჟებული გათბობის სისტემა, რომელის სამუშაოებიც ორი წლის წინ შესრულდა.

აკაკი ტყეშელაშვილი განმარტავს, რომ სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ორ ტენდერში ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაობი არაჯეროვნად შეასრულა.

სკოლაში გათბობის მხრივ არსებულ პრობლემებს ადასტურებენ მშობლები, თუმცა კამერების წინ საუბარს ერიდებიან.

ბრალდებას არ ადასტურებს სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე. მისი თქმით, აკაკი გაბრაზებულია იმის გამო, რომ დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და ცდილობს დირექტორის წინააღმდეგ ტყუილები გაავრცელოს. ამასთან, აცხადებს, რომ სკოლაში გათბობის პრობლემა არ არის. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა