|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში სამტრედიის ფოტო სტუდიები გამოიკვეთა

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით ევროპოლის მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. 
 ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიას და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს. 
 
სტუდიების "დიადემის" და "ბლეკსტარ სტუდიოს" მფლობელები "რუსთავი 2"-თან საუბარში ადასტურებენ, რომ მშობლებს ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის შვილები მიჰყავთ.
სალონ "დიადემას" დამფუძნებლის განცხადებით,  13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა ბავშვთა პორნოგრაფიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
 
 
ფოტოგრაფები აღნიშნავენ, რომ ამ მძიმე დანაშაულის საქმეზე ჯერ არც ერთი არ დაუკითხავთ და ვერც ხვდებიან, რა კავშირში უნდა იყვნენ ამ საქმესთან.
კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა.
 
კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
 

ავტორი: ნიუპრესი