|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

ბედნიერ ქვეყნებს შორის საქართველო მე-40 ადგილზეა

"ბედნიერი პლანეტის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 31.1 ქულით მე-40 პოზიციაზეა. BPN-ის ინფორმაციით, ფონდ New Economic Foundation-ის ინდექსი შედგება ოთხი ძირითადი პარამეტრისგან - კეთილდღეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეკოლოგიური კეთილდღეობა და უთანასწორობა.

ინდექსის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,6 წელია და ამ მაჩვენებლით საქართველო 140 ქვეყანას შორის 56-ეა. კეთილდღეობის პარამეტრში საქართველო 114-ე პოზიციაზეა, ეკოლოგიურ კეთილდღეობაში - 42-ე, ხოლო უთანასწორობის მაჩვენებელი საქართველოში 20%-ით არის შეფასებული და 140 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა 68-ე პოზიციაზეა.

ფონდი New Economic Foundation ინდექსს ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2012 წლის ინდექსში საქართველო 55-ე პოზიციაზე იყო.

2016 წლის „ბედნიერი პლანეტის ინდექსში“ ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ზედიზედ მეორედ კოსტა-რიკა დასახელდა, რომელსაც მექსიკა და კოლუმბია მოყვება.

ინდექსის ავტორები ნაკლებად ითვალისწინებენ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, რის გამოც ისეთი ქვეყნები, როგორიც შვეიცარია, დანია და ავსტრია არიან, ინდექსში ქვედა პოზიციებზე აღმოჩნდნენ - შესაბამისად, 24-ე, 32-ე და 105-ე ადგილებზე.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, „ბედნიერი პლანეტის ინდექსში“ თურქეთი 68-ე, უკრაინა - 70-ე, რუსეთი 118-ე, სომხეთი კი 73-ე პოზიციაზეა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა